Friday, June 11, 2010

Leonardo da Vinci (Paintings)

Leonardo da Vinci (ფერწერა)

  • ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
  • ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა
  • ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ
  • ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
  • მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
  • მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა
  • კლდეთა მადონა (1483-86) – ლუვრის მუზეუმი პარიზისაფრანგეთი
  • ქალი ჰერმელინით (1488-90) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
  • მუსიკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
  • მადონა ლიტა (1490-91) – ერმიტაჟი
  • ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) – ლუვრი
  • საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
  • მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • მადონა თირისტარით 1501 - (ორიგინალი დაკარგულია)
  • მონა ლიზა (1503-1505/1507) – ლუვრი
  • კლდეთა მადონა (1508) – ეროვნული გალერია
  • ლედა და გედი (1508) - (გადარჩენილია მხოლოდ ასლები – ყველაზე ცნობილი)
  • მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრი
  • წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრი
  • ბახუსი (1515) – ლუვრი

Leonardo da Vinci (Georgian)

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ_ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ_ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, ულვე ფრანგთა მეფის _ ლუი XII-ის სამსახურში. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ_ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ_მკერამდე ხატავდნენ. 1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.

Leonardo da Vinci (English)

Leonardo da Vinci

Leonardo di ser Piero da Vinci was an Italian polymath: painter, sculptor, architect, musician, scientist, mathematician, engineer, inventor, anatomist, geologist, cartographer, botanist and writer. Leonardo has often been described as the archetype of the Renaissance man, a man whose unquenchable curiosity was equaled only by his powers of invention. He is widely considered to be one of the greatest painters of all time and perhaps the most diversely talented person ever to have lived. According to art historian Helen Gardner, the scope and depth of his interests were without precedent and "his mind and personality seem to us superhuman, the man himself mysterious and remote". Marco Rosci points out, however, that while there is much speculation about Leonardo, his vision of the world is essentially logical rather than mysterious, and that the empirical methods he employed were unusual for his time.Born the illegitimate son of a notary, Piero da Vinci, and a peasant woman, Caterina, at Vinci in the region of Florence, Leonardo was educated in the studio of the renowned Florentine painter, Verrocchio. Much of his earlier working life was spent in the service of Ludovico il Moro in Milan. He later worked in Rome, Bologna and Venice and spent his last years in France, at the home awarded him by Francis I.Leonardo was and is renowned primarily as a painter. Two of his works, the Mona Lisa and The Last Supper, are the most famous, most reproduced and most parodied portrait and religious paintings of all time, respectively, their fame approached only by Michelangelo's Creation of Adam. Leonardo's drawing of the Vitruvian Man is also regarded as a cultural icon, being reproduced on everything from the Euro to text books to t-shirts. Perhaps fifteen of his paintings survive, the small number due to his constant, and frequently disastrous, experimentation with new techniques, and his chronic procrastination. Nevertheless, these few works, together with his notebooks, which contain drawings, scientific diagrams, and his thoughts on the nature of painting, comprise a contribution to later generations of artists only rivalled by that of his contemporary, Michelangelo.Leonardo is revered for his technological ingenuity. He conceptualised a helicopter, a tank, concentrated solar power, a calculator, the double hull and outlined a rudimentary theory of plate tectonics. Relatively few of his designs were constructed or were even feasible during his lifetime, but some of his smaller inventions, such as an automated bobbin winder and a machine for testing the tensile strength of wire, entered the world of manufacturing unheralded. As a scientist, he greatly advanced the state of knowledge in the fields of anatomy, civil engineering, optics, and hydrodynamics.